ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და სომელიეთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და საქართველოს სომელიეთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმა მოაწერეს.  მემორანდუმის მიზანია ერთობლივი პროექტების განხორციელება და ღვინის ტურიზმის პოპულარიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სომელიეთა ასოციაციამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის ღვინის კულტურასა და ისტორიის თემაზე ტრენინგი გამართა.