როდის გადის ადამიანური რესურსები აუთსორსზე - ანუ რატომ და ვის ვანდოთ ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესი

დინამიურ ბიზნეს გარემოში ორგანიზაციები მუდმივად ეძებენ ინოვაციურ სტრატეგიებს ეფექტიანობის გასაზრდელად და კონკურენტული უპირატესობის შესანარჩუნებლად. ბოლო წლების თვალსაჩინო ტენდენციაა ადამიანური რესურსების (HR) ფუნქციების აუთსორსინგი, სადაც სპეციალიზებული პროვაიდერები იღებენ პასუხისმგებლობას ისეთი ამოცანების შესრულებაზე, როგორიცაა:

  • თანამშრომლის აყვანა
  • ფეიროლის, ტაბელისა და შრომითი დოკუმენტაციის ადმინისტრირება
  • თანამშრომელთა დატრენინგება
  • შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემების დანერგვა და ა.შ.

HR აუთსორსინგი საშუალებას აძლევს ბიზნესს, დაზოგოს ადმინისტრაციული ხარჯები, მოახდინოს ადამიანური რესურსების ფუნქციების ოპტიმიზაცია და მიაღწიოს საოპერაციო სრულყოფილებას.

მიღებული მომსახურების ხარისხი დამოკიდებულია პროვაიდერი კომპანიის გუნდის პროფესიონალიზმსა და კომპანიის ღირებულებებზე.

HR4 Business-ის გუნდი დაკომპლექტებულია საქართველოში წამყვანი ექსპერტებით როგორც HR, შრომის სამართლის, ტრენინგებისა და ბიზნეს კონსულტირებაში. გუნდის საერთო გამოცდილება 30 + წელია.

HR4 Business-ის წამყვანი სერვისია HR განყოფილების აუთსორსინგი. გთავაზობთ სამი ტიპის პაკეტს:

  • Basic - ეს გახლავთ ადმინისტრაციული მოდულის აუთსორსინგი დისტანციურად, რომლის ღირებულებაა 750ლ + დღგ. პაკეტი საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ კვალიფიციური მომსახურება გამოცდილი პროფესიონალისგან, შეამციროთ ადმინისტრაციული ხარჯები და აირიდოთ შრომის ინსპექციის რისკები.
  • Optimal - პაკეტი გულისხმობს კომპანიაში HR ჯენერალისტის, ყველა ძირითადი ფუნქციით, სრული დროით (full time) მივლინებას დამკვეთის ოფისში.
  • All inclusive - ეს სერვისი ფარავს ადამიანური რესურსების მართვის ყველა პროცესს. ამ პაკეტის ფარგლებში კლიენტ კომპანიას დაენიშნება HR ჯენერალისტი, HR ექსპერტი, შრომის სამართლის სამი იურისტი, ბიზნეს კონსულტანტი, სოფტ სქილების ტრენერი.

HR4 Business თითოეული კომპანიისადმი ინდივიდუალური მიდგომით გამოირჩევა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თანამშრომლობის დაწყებამდე ნათლად დავინახოთ თქვენი კონკრეტული საჭიროებები. სწორედ ამიტომ, HR4 Business უფასოდ გთავაზობთ HR პროცესების სადიაგნოსტიკო ინდივიდუალურ შეხვედრას, რის შედეგადაც უფრო ნათელი წარმოდგენა შეგექმნებათ სად აქვს თქვენს კომპანიას გაუმჯობესების საჭიროებები ტალანტების მართვის მხრივ და რომელი პაკეტითაა შესაძლებელი ამ გამოწვევის საუკეთესოდ გადაწყვეტა. მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ ჩანიშნოთ სასურველი დრო შეხვედრისთვის. ხოლო თუ გსურთ, იცოდეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული სერვისის საორიენტაციო ფასი, შევასეთ მოცემული ფორმა. უახლოეს პერიოდში ჩვენგან მიიღებთ 90%-იანი სიზუსტით დათვლილ ფასს.

(R)