ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალი გაიმართება, რომელსაც წელს საქართველო მასპინძლობს

30 ნოემბერს, სასტუმრო „ბილტმორში" , ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალი გაიმართება, რომელსაც წელს საქართველო მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და წარმოადგენს CAREC-ის მაღალი დონის სტრატეგიის შემუშავებისა და პოლიტიკის ორგანოს.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალს დაესწრებიან: ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა, ასევე CAREC-ის მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები.