პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ" კანონში შესატან ცვლილებას მესამე მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
კანონპროექტი დღეს დაჩქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით განიხილეს. კანონის პროექტის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოს 2025 წლის 1 აპრილამდე შეუნარჩუნდება შესაძლებლობა, უზრუნველყოს სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა, რისთვისაც მან უნდა წარადგინოს დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საწარმოს 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ბოლო წესდებით, საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით.
კანონს ემატება დადგენილი ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები.