მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვი გაიზარდა

მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვი 7%-ით გაიზარდა 2 542-ს მიაღწია. ამის შესახებ შვეიცარული ბანკის, UBS-ის საიტზე ვკითხულობთ.

ფინანსური ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, 2022 წელს მილიარდერების რაოდენობა 2 376 იყო, თუმცა მიმდინარე წელს თავისი მდგომარეობა კიდევ 166-მა ადამიანმა გაიუმჯობესა.

ამასთან, ანალიტიკოსები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მსოფლიოს მილიარდერების ქონება ერთად 12 ტრილიონ დოლარამდეა გაზრდილი, მაშინ, როცა შარშან ეს მაჩვენებელი 11 ტრილიონ დოლარი იყო.

2022 წლის ერთ მომენტში, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების მთლიანი სიმდიდრე 20%-ით დაეცა, თუმცა მილიარდერებმა მოახერხეს შემოსავლის დონის აღდგენა, ნაწილობრივ ევროპაში სამომხმარებლო ბიზნესის შექმნისა და საცალო ვაჭრობის წარმატების გამო.

ზრდა აჩვენა სამრეწველო საწარმოების მფლობელთა შემოსავალმა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდეს, რადგან სახელმწიფოები თანდათან გაზრდიან თავდაცვაზე დანახარჯებს და ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადაერთვებიან.

ეკა დარჩიაშვილი