იმპორტი თითქმის 6-ჯერ გაიზარდა, ექსპორტი 5-ჯერ შემცირდა - რა ფასად ვყიდით და ვყიდულობთ კარტოფილს

იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კარტოფილი იმპორტი თითქმის, 6-ჯერ გაიზარდა, ექსპორტი კი 5-ჯერ შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 10 თვეში საქართველოდან 4 710 ტონა (1,289 მლნ აშშ დოლარი) კარტოფილი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 23 301 ტონა (5,174 მლნ აშშ დოლარი).

ამასთან, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ სხვა ქვეყნებიდან 22 550 ტონა (7,568 მლნ აშშ დოლარი), პროდუქტი შემოიტანა, 2022 წლის 10 თვეში 3 820 ტონა (2,107 მლნ აშშ დოლარი).

ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, გამოდის, რომ წელს საქართველოს 1 კგ კარტოფილის იმპორტი საშუალოდ, 33 ცენტი დაუჯდა, 1 კგ პროდუქტის ექსპორტიდან კი საშუალოდ 27 ცენტი მიიღო.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც წელს კარტოფილი ვიყიდეთ და გავყიდეთ.

იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან კარტოფილი მხოლოდ 5 ქვეყანაში გავიდა, ესენია:

  • აზერბაიჯანი - 3 278 ტონა (709.4 ათასი აშშ დოლარი)
  • რუსეთი - 1 176 ტონა (493.4 ათასი აშშ დოლარი)
  • სომხეთი - 135 ტონა (44.6 ათასი აშშ დოლარი)
  • ბელარუსი - 84.5 ტონა (30.7 ათასი აშშ დოლარი)
  • უკრაინა - 36.4 ტონა (11.4 ათასი აშშ დოლარი)

ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც კარტოფილი შემოვიდა:

  • რუსეთი - 8 335 ტონა (2,245 მლნ აშშ დოლარი)
  • ბელარუსი - 7 535 ტონა (2,043 მლნ აშშ დოლარი)
  • ეგვიპტე - 1 606 ტონა (608.9 ათასი აშშ დოლარი)
  • უკრაინა - 1 342 ტონა (369.4 ათასი აშშ დოლარი)
  • გერმანია - 1 180 ტონა (1,185 მლნ აშშ დოლარი)
ნინი ქეთელაური