მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების 2023 წლის რეიტინგი

Worldwide Cost of Living Index-ის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქები გამოვლინდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც Economist Intelligence Uni t-ის ყოველწლიური კვლევა გვიჩვენებს, წელს ცხოვრების საშუალო ღირებულება 7,4%-ით გაიზარდა, ყველაზე სწრაფად კი სასურსათო პროდუქტები გაძვირდა.

„ჩვენ ველით, რომ ინფლაცია 2024 წელს შენელდება, რადგან საპროცენტო განაკვეთის ზრდის შენელება გავლენას მოახდენს ეკონომიკურ აქტივობაზე და თავის მხრივ, მომხმარებელთა მოთხოვნაზე“, - განაცხადა EIU-ის ცხოვრების ხარჯების მსოფლიო განყოფილების ხელმძღვანელმა, უპასანა დუტმა.

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების რეიტინგის სათავეში წელს პირველად, ქალაქ-სახელმწიფო სინგაპური და შვეიცარიის დედაქალაქი ციურიხი მოხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ შარშან ნიუ-იორკი პირველ ადგილზე იმყოფებოდა, აშშ-ის მთავარი ქალაქი, სადაც ფასები 1,9%-ით გაიზარდა, კვლევის მიხედვით, მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა და შვეიცარიის დედაქალაქს, ჟენევას გაუთანაბრდა.

მსოფლიოს ყველაზე იაფ ქალაქად კვლავ დამასკო (სირია) რჩება. ბოლო ადგილებზე ასევე თეირანი (ირანი) და ტრიპოლი (ლიბია) გადანაწილდნენ.

მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების რეიტინგი 2023 წლისთვის ასე გამოიყურება:

1. ციურიხი და სინგაპური

3. ნიუ-იორკი და ჟენევა

5. ჰონგ-კონგი

6. ლოს-ანჯელესი

7. პარიზი

8. თელ ავივი და კოპენჰაგენი

10. სან-ფრანცისკო

ეკა დარჩიაშვილი