„ტერასა ბათუმის“ საახალწლო შეთავაზება დაიწყო: მხოლოდ 31 დეკემბრამდე ისარგებლეთ 25 000 ლარამდე ფასდაკლებით ერთიან გადახდაზე და გახდით დასრულებული აპარტამენტის ან სასტუმროს ნომრის მფლობელი.
პროექტზე მოქმედებს 1-წლიანი შიდა უპროცენტო განვადებაც, რაც უძრავი ქონების უფრო მისაღები პირობებით შეძენის საშუალებას იძლევა.
„ტერასა ბათუმი“ ყველაზე პოპულარული ზღვისპირა ქალაქის უკვე დასრულებული პრემიუმ კლასის პროექტია, რომელიც მოიცავს სრულად გარემონტებულ, ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილ აპარტამენტებსა და სასტუმროს ნომრებს.
პროექტის პარტნიორები არიან: „ლაბორატორია ჩემი სახლი“, რომლის უმაღლესი ხარისხის ავეჯითა და აქსესუარებით იქნება სასტუმროს ნომრები მოწყობილი; სანდოობითა და პროფესიონალიზმით გამორჩეული კომპანია „ანაგი“, რომელმაც განახორციელა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები და „ელიტ ელექტრონიქსი“, რომლის მიერ მიწოდებული ტექნიკით აღიჭურვა ოთახები. შესაბამისად, პროექტში გათვალისწინებულია ყველაფერი, რაც როგორც ადგილობრივს, ისე სტუმარს სრულყოფილად ცხოვრებისა თუ დასვენებისთვის მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის.
აღსანიშნავია, რომ გაქირავების სერვისს უზრუნველყოფს სექტორში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და აღიარებული ავსტრიული მენეჯმენტ კომპანია STS HOSPITALITY.
„ტერასა ბათუმის“ დასრულებული აპარტამენტები საუკეთესო საშუალებაა, ზაფხულის სეზონისთვის გონივრული ინვესტიციის განსახორციელებლად და სტაბილური შემოსავლის მიღებად.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, „ტერასა ბათუმს“ საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვონ და კომპანიის წარმომადგენელი სასტუმროს ნომრებისა და აპარტამენტების შესაძენად გადახდის პირობების შესახებ დამატებით დეტალებს პირადად გაგაცნობთ:
(R)