კობა გვენეტაძე უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი კობა გვენეტაძე უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ თვითონ გვენეტაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ნოემბრის თვიდან ვიკავებ უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას. უზბეკეთი 2017 წლიდან დაადგა ამბიციური რეფორმების გზას, ეკონომიკის ლიბერალიზაციას და მრავალმხრივი რეფორმების განხორციელებას. მოხარული ვარ, რომ ვიცხოვრებ ახალ ქვეყანაში, ვიმუშავებ ახალ კოლეგებთან და ჩემს ცოდნას და გამოცდილებას უზბეკეთის რეფორმების გზაზე მხარდასაჭერად გამოვიყენებ,“- წერს გვენეტაძე.

თაია არდოტელი