ბიტკოინის ფასი 40 000 დოლარს გასცდა - რა მოლოდინებია კრიპტო სამყაროში

ბიტკოინი 2023 წელს პირველად სცდება 40 000-დოლარიან ზღვარს. 4 დეკემბერს, ორშაბათს, კრიპტო ვალუტის ფასმა 41 522 დოლარს მიაღწია, რაც 2022 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჯასტინ დ’ანეტმა, აზია-წყნარი ოკეანის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა Keyrock-ში განაცხადა, რომ გასულ წელს, როდესაც ბიტკოინის ღირებულება 16 000 დოლარს შეადგენდა, ეს ბოლო შემთხვევა იყო, როდესაც ინვესტორებს ამ ფასად შეეძლოთ ვალუტის შესყიდვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბიტკოინის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ინვესტორმა, „მიკროსტრატეგიამ“ (MSTR.O), გასული კვირას განაცხადა, რომ ნოემბერში დამატებითი 593 მილიონი დოლარის ბიტკოინი შეიძინა.

ბიტკოინის ფასის ამგვარი ზრდა, თავის მხრივ გამოწვეულია აშშ-ში მიმდინარე მოვლენებით და მომავალ წელს არსებული „აფდებითებით“. კონკრეტულად, საკმაოდ პოზიტიური სიახლეები ისმის „Spot ETF”-ის შესახებ, რომლის მიღებაც კრიპტო ბაზრებს ახალი კაპიტალის მოზიდვაში დაეხმარება.

საინტერესოა, რომ გასულ კვირას, გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, არააქტიური ბიტკოინის აქტივებმა რეკორდულ, 70%-იან მაჩვენებელს მიაღწიეს. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ბიტკოინების რაოდენობამ, რომელთა ჩეინებზეც აქტივობა ბოლოს ერთი წლის წინ განხორციელდა, 70%-ზე მეტია. აქამდე ეს მაჩვენებელი, 69.35%-ს შეადგენდა. ეს რეკორდი იმის მომასწავლებელია, რომ კრიპტო ინვესტორთა და „ჰოლდერთა“ უმეტესობა არ აპირებს ბიტკოინის ამ ფასად გაყიდვას, განსაკუთრებით 2021 წლის შემდეგ, როდესაც ვალუტის ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ბაჩანა ტყემალაძე