ბიტკოინი ძვირდება - როგორ იცვლება სხვა კრიპტოვალუტების ღირებულება

ბოლო 24 საათში კრიპტოვალუტების ფასი საგრძნობლად გაიზარდა, რაც თავის მხრივ, გამოწვეულია კრიპტო გიგანტის, ბიტკოინის 5.80%-იანი ზრდით. ძირითად შემთხვევებში, მაშინ, როდესაც ბიტკოინი ძვირდება, იგი ავტომატურად ზრდის სხვა ვალუტების ფასს.

ბიტკოინი, მიმდინარე წელს, ამჟამინდელი მონაცემებით, სულ 133%-ითაა გაზრდილი. ტრეიდერები კი ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, ვინაიდან ETF-ის დამტკიცების შემთხვევაში, ბიტკოინის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება.

პოზიტიური ფონი იმდენად ძლიერია, რომ კრიპტოვალუტის ექსპერტთა დიდი ნაწილის აზრით, 2024 წელს „ბულ რანი“ დაიწყება, რის შედეგადაც, ბიტკოინი 100 000 დოლარს მიაღწევს.

პასკალ გოტიე, Ledger-ის აღმასრულებელი დირექტორი CNBC-სთან გასულ კვირას მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ 2023 წელი იყო და არის იმისთვის, რომ ადამიანები და ინვესტორები „ბულ რანისთვის“ მოამზადოს, რომელიც 2024-25 წლებში დაიწყება.

გთავაზობთ 10 უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასის ცვლილებას ბოლო 24 საათში:

  • Bitcoin - ზრდა - 5.8%, ღირებულება - 41 671 დოლარი;
  • Ethereum - ზრდა - 4.3%, ღირებულება - 2 255 დოლარი;
  • Tether USDt - ზრდა - 0.01%, ღირებულება - 1 დოლარი;
  • BNB - ზრდა - 2.3%, ღირებულება - 233 დოლარი;
  • XRP - ზრდა - 3.16%, ღირებულება - 0.639 დოლარი;
  • Solana - ზრდა - 0.99%, ღირებულება - 64.19 დოლარი;
  • USDC - ზრდა - 0.01%, ღირებულება - 0.9999 დოლარი;
  • Cardano - ზრდა - 4.62%, ღირებულება - 0.4134 დოლარი;
  • Dogecoin - ზრდა - 6.50%, ღირებულება - 0.09059 დოლარი;
  • TRON - ზრდა - 0.1049, ღირებულება - 0.1049 დოლარი.
ბაჩანა ტყემალაძე