ჩაი, თაფლი, ნიგოზი, მურაბები - პროდუქტები, რომელიც დღეიდან დოჰას LuLu Hypermarket-ის ყველა ქსელში გაიყიდება

დღეიდან ქართული პროდუქტები დოჰას LuLu Hypermarket-ის ყველა ქსელში გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას „აგრითაჩისა“ და Blueberry Farm-ის დამფუძნებელი, ლურჯი მოცვის ასოციაციის პრეზიდენტი ეკატერინე ვეფხვაძე ავრცელებს.

მისივე ცნობით, ქართული ჩაი, თაფლი, წყალი, ნიგოზი, წვენები, ჯემები, მურაბები, საწებლები და ტყემლები საუკეთესო ბრენდების გვერდით იქნება, ამის კონსოლიდატორი და ექსპორტიორი კი, "აგრითაჩია".

"დიდებული ორშაბათია. დღეიდან, დოჰას LuLu Hypermarket-ის ყველა ქსელში, წითელ სტიკერებს ნახავთ წარწერით New In Store ( ახალი პროდუქტი მაღაზიაში ) და ეს ახალი პროდუქტი ქართული ჩაია, თაფლი, წყალი, ნიგოზი, წვენები, ჯემები, მურაბები, საწებლები, ტყემლები, თანაც საუკეთესო ბრენდების გვერდით, რომლის კონსოლიდატორიც და ექსპორტიორი "აგრითაჩია".

დიდი მადლობა აწარმოე საქართველო ლულუსთან ჩვენი დაწყებული ურთიერთობისთვის, რომელიც უკვე 8 წელია წარმატებით გრძელდება, სოფლის განვითარების სააგენტო - Rural Development Agency საქართველოს დოჰას გამოფენაზე მონაწილეობის შესაძლებლობებისთვის.

კომპანიებს:

  • კულა • Kula
  • კამპა • Campa
  • Water Sno • წყალი სნო
  • მინერალური წყალი კობი მანნა / Manna
  • ჯორჯიან ნატურალს
  • Anigozi • ანიგოზი ძალიან შრომატევადი თანამშრომლობისთვის.

(აქვე დავამატებ, რომ სნო და კობი მეორე წყალია ნაბეღლავის და ბახმაროს შემდეგ, რომლის ექსპორტი არაბეთის ქვეყნებში განვახორციელეთ",- წერს ეკატერინე ვეფხვაძე.

ნინი ქეთელაური