საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმზე კომპანიებს შორის 168 ორმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი

საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარეობს.

ფორუმზე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ავსტრიის პრეზიდენტმა, ჰაინც ფიშერმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. ფორუმის ფარგლებში, ავსტრიული დელეგაციის მიზანია, საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესწავლა და სავაჭრო საინვესტიციო ურთიერთობების დამყარება. მათი ინტერესების სფეროებია ენერგეტიკა, ელექტრომექანიკური მოწყობილობები, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, მშენებლობა, განათლება, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა.

ფორუმის ფარგლებში, სექტორული პრეზენტაციები გაიმართება საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატის და მიმდინარე ეკონომიკური პროექტების შესახებ, ასევე დაგეგმილია 168 ორმხრივი შეხვედრა ქართულ და ავსტრიულ კომპანიებს შორის. საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმს ესწრებიან ავსტრიის ეკონომიკური პალატის ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ შენცი, ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრი ანდრე რუპრეჰპერი, ავსტრიის სავაჭრო მრჩეველი კონსტანტინ ბეკოსი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია.