შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ, ასევე საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ სიჭინავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ვლადიმერ ხუნდაძემ BAG-ის წევრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის უმთავრეს ღირებულებებს, უწყების გამჭვირვალობა და ბიზნესთან მჭიდრო პარტნიორობა წარმოადგენს.

მათივე ცნობით, შეხვედრას, რომელსაც საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები კიაზო ახალაია და ელგუჯა ბერანძე, ასევე ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, ასოციაციის კომიტეტებისა და წევრი კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, დიალოგის რეჟიმში წარიმართა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

განაგრძეთ კითხვა: