Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.6865 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6865 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.6880 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 5 დეკემბრის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.6937 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9178 ლარია.