რა ეღირება YouTube Premium-ის მომსახურება, რომელიც საქართველოში დღეიდან ამოქმედდა

დღეიდან, 6 დეკემბრიდან საქართველოშიც YouTube-ის პრემიუმ ვერსია ამოქმედდა. YouTube Premium ფასიანი სერვისია, რომელსაც უფასო ვერსიასთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა აქვს და ესენია:

  • რეკლამის არარსებობა
  • ვიდეოების ფონურ რეჟიმში ყურება
  • YouTube Music-ის სერვისი

რაც შეეხება ფასს, YouTube-ის პრემიუმ ვერსიის ტარიფები საქართველოში შემდეგნაირი იქნება:

  • სტუდენტური – თვეში 10.29 ლარი;
  • ინდივიდუალური – 17.49 ლარი;
  • საოჯახო – 33.29 ლარი.
ეკა დარჩიაშვილი