"ხალიკ ბანკი საქართველომ" და Visa-მ ინოვაციური ტექნოლოგია mPOs მობილური ტერმინალები დანერგა

"ხალიკ ბანკი საქართველომ" და Visa- მ უნაღდო ანგარიშსწორების ტექნოლოგიის „mPOS“ მობილური ტერმინალები დანერგა.

დღევანდელ პრეზენტაციაზე Visa-მ და "ხალიკ ბანკი საქართველომ" გამოაცხადეს პირველად საქართველოში, მობილური ექვაირინგის (MPOS mobile point of sale) ერთობლივი პროექტის შესახებ.

როგორც "ხალიკ ბანკი საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გეგუჩაძემ განაცხადა, mPOS  არის "ხალიკ ბანკი საქართველოს" და ვიზას ერთობლივი პროექტი, რომელიც ძალიან გააქტიურებს და ხელს შეუწყობს უნაღდო ანგარიშსწორებას. "ეს არის იგივე პოსტტერმინალები, თუმცა უფრო პატარა და უფრო მარტივად გამოსაყენებელი და რაც ყველაზე მთავარია უფრო იაფი. ეს ხელმისაწვდომი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. ეს იქნება ტაქსის კომპანიისთვის, იქნება დისტრიბუციის კომპანიებისთვის სადაც ფიზიკურად ჯიბეში ჩადება იქნება შესაძლებელი ამ მობილური პოსტერმინალის, ეს ხელსაყრელია როგორც ბიზნესის განვითარებისთვის, ასევე ბანკებისთვის და უნაღდო ანგარიშსწორებისთვის", - განაცხადა გეგუჩაძემ.

მისივე თქმით, mPOS აპარატების შეძენა შესაძლებელი იქნება დღეიდან. "რამდენიმე კომპანიას უკვე აქვს შეძენლი და დღეიდან შეიძლება ტაქსებში ბენზინგასამართ სადგურებში ამით სარგებლობა, მიტანის სერვისისთვისაც ძალიან საინტერესოა", - განაცხადა "ხალიკ ბანკი საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა.

როგორც Visa-ს წარმომადგენელმა თემურ თუსუმხანოვმა აღნიშნა, ახალი პროექტი რომლის დანერგვაც ხდება საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

როგორ გამოვიყენოთ mPOS მოწყობილობა? - ახალი მოწყობილობა ბლუთუსით უკავშირება სმარტფონებს ან აიპედებს, იგი იოს ან ანდროიდ ოპერაციული სისტემით და 3,5 პორტით მუშაობს. იგი იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც გადახდის ტექმინალები (პოს ტექმინალები) . ეს სისტემა გამყიდველებს აძლევს საშუალებას, ნებისმიერი Visa ბარათით გადახდის მიღება მობილური ტექნოლოგიით განახორციელონ. ახალ მოწყობილობას ასევე აქვს შესაძლებლობა გადახდა მოხდეს უკონტაქტო ბარათით.

"mPOS როგორც მყიდველებისთვის, ისე გამყიდველებისთვის მოქნილი და კომფორტული ინსტრუმენტია რათა გადაიხადონ და მიღონ გადახდები საბანკო ბარათით. ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენს სისტემას ვამატებთ უკონტაქტო გადახდების მიღების შესაძლებლობას", - განაცხადა ნიკოლოზ გეგუჩაძემ.

როგორც პროექტის ინიციატორები ამბობენ, მოწყობილობა ადვილი სატარებელი და შესანახია, იგი მარტივად ინტეგრირდება რთულ საბანკო სისტემებთან.

mPOS  2013 წელს ამუშავდა ყაზახეთში.

R