პუტინის აგარაკი ბიჭვინთაში 1 ლარად?! - რა ელით აფხაზებს

თითქმის უკვე გადაწყვეტილია, რომ ბიჭვინთაში საბჭოთა დიქტატორების საყვა­რელი რეზიდენცია, ე.წ. ხრუშჩოვის აგარაკი, 186 ჰექტარი რელიქტური ფიჭვის ტყე-პარკით და საზღვაო აკვატორიით, ვლადიმირ პუტინს გადაეცემა და ის კრემ­ლის ლიდერის თანამედროვე რეზიდენციად გადაკეთდება. წელიწადზე მეტია ბიჭვინთა პუტინის ღია სამიზნედ­ იქცა და რუსეთი ახლა უკვე ერთგვარი­ "ფინანსური მოგუდვის" პოლიტიკით ცდილობს აფხაზებს რეზიდენცია დაათმობინოს... გასულ წელს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან აგარაკის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება ფარულად გაფორმდა და ამ დრომდე აფხაზების პროტესტის გამო შეთანხმება ვერ ამოქმედდა. თუმცა დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას, ბოლო განცხადებით გამოჩნდა, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და პუტინს ბიჭვინთა საკუთრებაში გადაეცემა "მადლიერების ნიშნად"...

აფხაზებმა ან ბიჭვინთა უნდა დათმონ, ან რუსული დახმარებები

ბიჭვინთაში ე.წ. ხრუშჩოვის აგარაკის თემა რუსეთისთვის აქტუალური უკრაინის­ ომით გამოწვეული სანქციების გამო გახდა. რუსი ოლიგარქებისთვის ევროპის კურორტებზე დასვენების შეზღუდვის საპირწონედ კრემლმა გამოსავალი მოიფიქრა - ბიჭვინთის აგარაკების ხელში ჩაგდება და მისი ფეშენებელურ კურორტად გადაკეთება. თუმცა, წინ დიდი დაბრკოლება დახვდა - აფხაზი ხალხის მწვავე წინააღმდეგობა.

განაგრძეთ კითხვა: