ენერგოომბუდსმენი - მომხმარებელთა საჩივრების რაოდენობის მიხედვით წყალმომარაგების სექტორი ლიდერობს

ენერგოომბუდსმენის, სალომე ვარდიაშვილის ინფორმაციით, მომხმარებელთა საჩივრების რაოდენობის მიხედვით წყალმომარაგების სექტორი ლიდერობს.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ელექტრონულმა მიმართვიანობამ წლის განმავლობაში 10 ათასს გადააჭარბა.

„ჩვენ პანდემიური პერიოდის შემდეგ ძალიან კარგად ავამუშავეთ ელექტრონული მომართვიანობა. ელექტრონულმა მომართვიანობამ წლის განმავლობაში გადააჭარბა 10 ათასს. არ იგულისხმება მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოება, ეს არის მომართვა, რომელსაც პასუხს ვცემთ ონლაინ რეჟიმში, ეს ძალიან კარგად მუშაობს, უფრო მეტად ვიცილებთ დარღვევებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომართვიანობა 100%-ით არის გაზრდილი.

საჩივრების რაოდენობის მიხედვით წყალმომარაგების სექტორი ლიდერობს. არ დარჩა უბანი დედაქალაქის მასშტაბითაც, სადაც დარღვევას ადგილი არ ჰქონდა”,-აღნიშნა სალომე ვარდიაშვილმა.