მეცნიერების ახალი მიღწევა - აცრა ინექციის გარეშე

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ვაქცინაციის უმტკივნეულო საშუალება შექმნეს. სიახლე აცრების მტკივნეული ნემსის გარეშე გაკეთებას ითვალისწინებს - ვაქცინა სხეულში ულტრაბგერითი ტალღების გამოყენებით მოხვდება.

ამჟამად მეთოდი ტესტირების ფინალურ სტადიაზეა. ცდებმა საკმაოდ დამაიმედებელი შედეგი აჩვენა.

ჩვეულებრივი ინექციისგან განსხვავებით, ულტრაბგერითი აცრის დროს ორგანიზმში გაცილებით ნაკლები წამალი შედის, რაც გვერდითი ეფექტის რისკს ამცირებს.

ტესტირების წინასწარი შედეგების მიხედვით, ასეთი ვაქცინაციის ეფექტურობა შესაძლოა, კიდევ უფრო მაღალი იყოს, რადგან ამ გზით ვაქცინირებული ორგანიზმის იმუნური პასუხი ხშირად უფრო გამოხატულია.

ულტრაბგერითი ვაქცინაციის მეთოდი, სიდნეის სამედიცინო აკუსტიკოსთა ერთობლივ კონფერენციაზე იყო წარმოდგენილი, რომელიც ამ დღეებში ავსტრალიაში მიმდინარეობდა.

დიდი ალბათობით, სიახლის ადამიანებზე ტესტირება მომავალი წლიდან დაიწყება.

ეკა დარჩიაშვილი