ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა 2024 წელს განსახორციელებელ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც უკვე გაწერილია ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში.

2024 წლის ბიუჯეტის პროექტი ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ნიშნიანიძემ წარმოადგინა.

განაგრძეთ კითხვა: