ბრიტანეთში 20-ფუნტიანი ბანკნოტისთვის ახალ ისტორიულ ფიგურას არჩევენ

ბრიტანეთში 20-ფუნტიანი ბანკნოტისთვის ახალ ისტორიულ ფიგურას არჩევენ. პროცესში მონაწილეობას თავად მოსახლეობა იღებს. როგორც "ინგლისის ბანკის" ხელმძღვანელი მარკ კარნი აცხადებს, 20-ფუნტიან ბანკნოტზე ხელოვნების წარმომადგენლის პორტრეტი უნდა აღიბეჭდოს, მაგალითად მხატვრის, სკულპტორის, დიზაინერის, არქიტექტორის, ფოტოგრაფის ან კინორეჟისორის. ამასთან, შერჩეული პირი აუცილებლად გარდაცვლილი უნდა იყოს.

ისტორიული ფიგურების საკუთარ ნომინაციებს მომდევნო ორი თვის განმავლობაში საზოგადოება "ინგლისის ბანკის" ოფიციალურ ვებგვერდზე წარადგენს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი თავად ბანკის ხელმძღვანელობა 2016 წლის დასაწყისში მიიღებს.

"ინგლისის ბანკი" ბრიტანული ფულის ბანკნოტებზე გამოსახულ პირებს დროდადრო ცვლის.