შესყიდვების კონფერენცია 2023

2 დეკემბერს, კომპანია “მარტივი შესყიდვების” ორგანიზებით ჩატარდა პირველი შესყიდვების კონფერენცია 2023.

კომპანია „მარტივი შესყიდვების“ საქმიანობის ძირითადი მიზანი არის საქართველოში შესყიდვების სფეროს განვითარება. კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს ტრენინგებს, საკონსულტაციო და აუთსორსინგულ მომსახურებას შესყიდვების და მიწოდების ჯაჭვის მიმართულებით. კომპანიის მიზნების განსახორციელებლად კონფერენციის ფარგლებში შესაძლებელი გახდა შესყიდვების პროფესიონალების ერთ სივრცეში შეკრება, საქმიანი კავშირების ხელშეწყობა, მონაწილეებისთვის საუკეთესო გამოცდილების და სფეროს სიახლეების გაზიარება.

2023 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო 200-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის: შემსყიდველები, კატეგორიების მენეჯერები, ლოგისტიკის და საწყობის მართვის სპეციალისტები, ასევე პროფესიონალები მენეჯმენტის, როგორც საშუალო, ასევე მაღალი რგოლიდან.

0ceb91e2-5594-4858-b1e3-c68d080576fa-1702018513.jpg

კონფერენციის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ საინტერესო სპიკერებისთვის როგორც საქართველოდან, ასევე უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან. ძირითადი განხილული თემები ეხებოდა: შესყიდვების პროცესების აუდიტის ჩატარებას (Procurement Process Assessment, სპიკერი მარინა ტრეპოვა, IPSM, უკრაინა), შესრულების გაზომვას შესყიდვებში (Procurement Performance Measurement, სპიკერი, ვაფა მამმადოვა, Nobel Energy, აზერბაიჯანი), მდგრადი საჯარო შესყიდვების ხელშეწყობას (სპიკერი ეკატერინე ბენდელიანი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი), შესყიდვებისა და ლოგისტიკის პროცესებისა და პროცედურების გაწერას (სპიკერი, თამარ კაცაძე, ელემენტ ჰოლდინგი). კომპანია „მარტივი შესყიდვების“ დამფუძნებლმა, თამარ ახსიაშვილმა განიხილა თემა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შესყიდვების გაძლიერება, Chat GPT-ის მაგალითზე.

საინტერესო პრეზენტაციებით წარდგნენ მსმენელის წინაშე ბაზარზე მოწინავე კომპანიები: სიგნიფაი და ტენდერს.ჯი. სტუმრები გაეცნენ სიახლეებს, რაც დაეხმარება მათ შემსყიდვის პროცესების გამარტივებაში.

პანელური დისკუსიის ფარგლებში, კონფერენციის ორგანიზატორებმა მოიწვიეს კომპანიის წარმომადგენლები და განიხილეს შემსყიდველსა და მომწოდებლებს შორის ბიზნეს ურთიერთობები, რა სირთულეები და გამოწვევებია დღევანდელ რეალობაში. ასევე განსხვავებულ ფორმატში მიმდინარეობდა ორი პარალელური ვორქშოპი თემებით: კატეგორიების მართვა და მოლაპარაკებების ხელოვნება. სტუმრებს არჩევითად შეეძლოთ დასწრებოდნენ მათთვის მეტად საინტერესოს. მონაწილეებმა მიიღეს საბაზისო ცოდნა, შეასრულეს სავარჯიშოები და განიხილეს უკუკავშირები.

7db2e615-08fa-44ff-a27c-ce25f58a23ee-1702018529.jpg

კონფერენციის ფორმატი ასევე ითვალისწინებდა საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი სპონსორი კომპანიების პროდუქტებსა და სერვისების გაცნობას. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ უკეთ გაცნობოდნენ პროდუქტებს და დაემყარებინათ ახალი ბიზნეს ურთიერთობები.

კონფერენციის გენერალური სპონსორები: სიგნიფაი და ედვაიზი.

კონფერენციის პარტნიორები და მხარდამჭერები: ტენდერს.ჯი, ქოსთი, საკურა ფროფერთის, Geo GPS, ნამი, არომაკო, Hotsale, GLG, Bivision, TFOX და ბია.

​ღონისძიების მედია პარტნიორები: Palitra News, BPN.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში ჩატარდა სახალისო გათამაშება კომპანია ჰოთსეილის და ნამის მხარდაჭერით. გათამაშდა 10-ზე მეტი პრიზი, მათ შორის ორგანიზატორი კომპანიის - „მარტივი შესყიდვების“ სასაჩუქრე სერტიფიკატები ტრენინგებში მონაწილეობის შესაძლებლობით.

ამ მოკლე დროში მიღებულმა უკუკავშირმა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და აუცილებელი სამომავლოდ, ასეთი ფორმატის ღონისძიებების ჩატარება შესყიდვების სფეროს განვითარებისთვის.

კონფრერენციის ფოტო მასალა: https://bit.ly/3Rb4vYk

Facebook: https://www.facebook.com/easyprocurementtrainings

LinkedIn: https://bit.ly/3gXoOuh

Web: https://www.easyprocurement.ge/

(R)