ქვეყნები, საიდანაც წელს  III კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის III კვარტალში 316.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 61,5%-ით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შარშან, III კვარტალში ინვესტიციების მოცულობა 820.3 მლნ აშშ დოლარი იყო.

ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველოსთვის მთავარ ინვესტორ ქვეყნებს შორის, პირველ ადგილზეა აშშ - 51.8 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 16.4 %-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო - 45.8 მლნ. აშშ დოლარით (14.5%), ხოლო მესამეზე ნიდერლანდები - 45.3 მლნ. აშშ დოლარით (14.3%).

ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 58.7 პროცენტს შეადგენს.

უფრო კონკრეტულად, 2023 წლის III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:

  • აშშ - 51.8 მლნ აშშ დოლარი
  • გაერთიანებული სამეფო - 45.8 მლნ აშშ დოლარი
  • ნიდერლანდები - 45.3 მლნ აშშ დოლარი
  • თურქეთი - 23.3 მლნ აშშ დოლარი
  • ჩინეთი - 19.3 მლნ აშშ დოლარი
  • ესპანეთი - 16.5 მლნ აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 16.4 მლნ აშშ დოლარი
  • ყაზახეთი - 15.5 მლნ აშშ დოლარი
  • დანია - 13.9 მლნ აშშ დოლარი
  • მალტა - 13.7 მლნ აშშ დოლარი
ნინი ქეთელაური