10 უძვირფასესი საგანძური, რომლებსაც სახლებში მალავდნენ

საგანძური ყოველთვის არ არის მიტოვებული ოქროს მაღაროებში ან ზღვის ფსკერზე. მათ ზოგჯერ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი, საშუალო დონის მცხოვრებლები სახლებშიც კი მალავდენ და კვალს მხოლოდ წლების შემდეგ, შემთხვევით მიაკვლიეს.

1111-1702038169.jpg

ბოტიჩელის დაკარგული ტილო იტალიურ სახლში იპოვეს

მე-15 საუკუნის ოსტატის, სანდრო ბოტიჩელის ეს ღვთისმშობლის ნახატი ჩვილ ქრისტესთან ერთად 1980-იან წლებში დაკარგული იყო. ნამუშევარი დაახლოებით 80 წლის განმავლობაში ეკიდა ნეაპოლიტანურ ეკლესიაში, სანამ იგი ადგილობრივ ოჯახს გადაეცა შესანახად. ხელისუფლება რეგულარულად ამოწმებდა მის მდგომარეობას, მაგრამ რაღაც მომენტში ეს შემოწმებები შეწყდა და აშკარა ადმინისტრაციული შეცდომის გამო, ნახატი კულტურის სამინისტროს ინვენტარში „დაკარგულად“ მიიჩნიეს.

2023 წელს ნახატი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ნამუშევრის აღდგენას მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება, რის შემდეგაც მას ნეაპოლის ერთ-ერთ ეროვნულ მუზეუმში გამოფენენ. ხელახლა აღმოჩენილი შედევრი შეფასებულია 100 მილიონ ევროდ.

2222-1702038201.jpg

პოლ მაკარტნის დემო ნაპოვნია ჩანაწერების კოლექციაში

გარდაცვლილი ბრიტანელი მომღერლის, ცილა ბლეკის ძმისშვილი საიმონ უაიტი, მამის ჩანაწერების კოლექციაში “იქექებოდა“, როდესაც წააწყდა რამდენიმე დემო დისკს. მან ისინი The Beatles Shop-ში წაიღო, რათა შეეფასებინათ. მაღაზიის მენეჯერი ნანახით აღფრთოვანდა. მან აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთ დისკზე მაკარტნი მღეროდა სიმღერას - It's For You. ეს იყო სერ პოლის 1964 წლის ორიგინალი ჩანაწერი. დისკი 2016 წელს აუქციონზე 22,3 ათას დოლარად გაიყიდა.

333-1702038285.jpg

კოტეჯში ნაპოვნი სამეფო მონეტები

აუქციონერი ჯონ როლფი ეძებდა შორეულ კოტეჯს გლოსტერშირში, როდესაც შეამჩნია, რომ კარადებში რაღაც მბზინავი ანათებდა. მან აღმოაჩინა ძვირფასი სამახსოვრო მონეტების კოლექცია, მათ შორის 2002 წელს დედოფლის იუბილეზე მოჭრილი ოქროს მონეტების ნაკრები და ველინგტონის ჰერცოგის გარდაცვალების 150 წლისთავის აღსანიშნავად შექმნილი კოლექცია. მონეტები 2020 წლის თებერვალში აუქციონზე მთლიანობაში 100 ათას აშშ დოლარად გაიყიდა.

444-1702038316.jpg

სხვენში ნაპოვნი გაზეთში გახვეული სულთნის საგანძური

ბრიტანელმა წყვილმა სხვენში 1799 წლის ინდური იარაღის შეკვრა იპოვა. საგანძურში შედიოდა მოოქროვილი თოფი, რომელიც სულთანმა ბრიტანელების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენა. ნივთები 2020 წლის 26 მარტს, ოქსფორდშირში, აუქციონზე 132 ათას დოლარად გაიყიდა.

555-1702038354.jpg

რემბრანდტის ტილო

ნიუ ჯერსის უღიმღამო სახლი არის ადგილი, სადაც ჰოლანდიელი მოხუცის რემბრანდტ ვან რიინის ნახატი შემთხვევით იპოვეს. ის სასადილო ოთახში იყო ჩამოკიდებული, თუმცა წლების განმავლობაში ყურადღებას არავინ აქცევდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ, ძმებმა გადაწყვიტეს, შეეფასებინათ ნამუშევარი, სადაც აღმოაჩინეს, რომ ტილო რემბრანდტის დაკარგული შედევრი იყო. ნახატი იყიდა ნიუ-იორკელმა ფინანსისტმა თომას კაპლანმა 870,000 დოლარად.

666-1702038389.jpg

სხვენში ნაპოვნი ტიტანიკის ვიოლინო

მოყვარული მუსიკოსის შვილმა საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, როდესაც მან სხვენში "ტიტანიკის" მუსიკოსის - უოლას ჰარტლის ვიოლინო აღმოაჩინა. როდესაც 1912 წელს ტიტანიკი ჩაიძირა, ჰარტლი ვიოლინოზე უკრავდა, და, როგორც ამბობენ, ის მიმაგრებული იყო მის სხეულზე. ვიოლინო 2013 წელს აუქციონზე 1,4 მილიონ დოლარად გაიყიდა.

7777-1702038431.jpg

ბებიას მილიონიანი საბანი

კალიფორნიელი ლორენ კრიტცერისთვის ცხოვრება საკმაოდ რთულად წარიმართა. მას შემდეგ, რაც ფეხი დაკარგა ავტოკატასტროფაში, ყოფილი დურგალი ქოხში ცხოვრობდა.

კრიტცერმა ბებიისგან მემკვიდრეობით მიიღო საბანი და ის დიდწილად მივიწყებული იდო კარადაში. სანამ შემთხვევით არ უყურა სატელევიზიო შოუს Antiques Roadshow-ის ეპიზოდს, სადაც მსგავსი ტექსტილი, ნახევარ მილიონ დოლარად იყო შეფასებული. მან გადაწყვიტა მისი შეფასება. კრიცერის საბედნიეროდ, საბანი, რომელიც 1840 წლით თარიღდება, 1,5 მილიონ დოლარად გაიყიდა.

8888-1702038471.jpg

უძველესი თასი მანტიზე

როდესაც 2007 წელს ნიუ-იორკელმა წყვილმა მეორადების ბაზრობაზე პატარა თასი 3 დოლარად იყიდა, მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ მის ბრწყინვალე ისტორიაზე. მხოლოდ 2013 წელს მიხვდნენ, რომ მათი ბუხრის დეკორაცია იყო 1000 წლის წინანდელი დინგის თასი ჩრდილოეთ სონგის, ჩინეთის დინასტიიდან. თასი გაიყიდა 2,2 მილიონ დოლარად.

999-1702038510.jpg

კიბის ქვეშ ჩამოკიდებული კონსტებლი

Sotheby's-ის სპეციალისტ ჯულიან გასკოინისთვის კარიერის განმსაზღვრელი მომენტი იყო, როდესაც მან დიდი ხნის დაკარგული კონსტბელის ზეთის ნახატი, კლიენტის სახლში, კიბის ქვეშ შეამჩნია. ნახატი Sotheby's-ზე 2017 წლის დეკემბერში 2,8 მილიონ დოლარად გაიყიდა.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი