ნოდარ ჯავახიშვილი: მხოლოდ დემაგოგს შეუძლია თქვას, რომ კორუფცია აღარ არსებობს და დამარცხებულია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, მხოლოდ დემაგოგს შეუძლია თქვას, რომ კორუფცია აღარ არსებობს და დამარცხებულია. ამის შესახებ ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს ელიტური კორუფციის არსებობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განუცხადა.

"მე ვიცოდე, რომ ჩემს სფეროში არის კორუფცია და თვალებში შემოგხედავთ და გავაგრძელებთ ურთიერთობას? კორუფციას უნდა ვებრძოლოთ. ბევრჯერ მითქვამს, კორუფცია არის მოუსპობელი დაავადება. ყველა ქვეყანაში ყოველთვის არის და იქნება კორუფცია. ეშმაკი არ კვდება. ჩვენი, ხელისუფლების მოვალეობაა, ის დაიყვანოს მინიმუმამდე, თორემ მხოლოდ დემაგოგს შეუძლია თქვას, რომ კორუფცია აღარ არსებობს და დამარცხებულია. არის საზოგადოებაში ცოდვები, რომელიც არასოდეს არ მოიხსნება. ხელისუფლების და საზოგადოების უპირველესი ამოცანაა, ის რაღაცა დონეზე დაიყვანოს", - განაცხადა ჯავახიშვილმა.