მსოფლიოს უმდიდრესი სამეფო ოჯახები, რომელთა ქონება ტრილიონებსაც კი აღწევს

ზოგიერთი უმდიდრესი სამეფო ოჯახის წევრი ნავთობით მდიდარ ქვეყნებსა და ეკონომიკაზე კონტროლს ინარჩუნებს.

ყატარისა და ქუვეითის სამეფო დინასტიების ქონებასთან უინძორები ახლოსაც ვერ მივლენ. წარმოგიდგენთ 5 უმდიდრეს მათგანს:

საუდის სახლი (საუდის არაბეთი)

სავარაუდო წმინდა ღირებულება: 1.4 ტრილიონი დოლარი

საუდის ოჯახი, რომელიც მართავს საუდის არაბეთს, შეფასებულია 1.4 ტრილიონ დოლარად.

ოჯახი აკონტროლებს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ნავთობის საბადოებს. მათი სიმდიდრე პირველ რიგში დაკავშირებულია მსოფლიო ენერგეტიკულ ინდუსტრიასთან.

საბაჰის სახლი (ქუვეითი)

სავარაუდო წმინდა ღირებულება: 360 მილიარდი დოლარი

ქუვეითის მმართველების, საბაჰის სახლი 360 მილიარდ დოლარს ფლობს. ქვეყნის სამეფო ოჯახის კეთილდღეობა დაფუძნებულია ერის უზარმაზარი ნავთობის საბადოებზე.

ტანის სახლი (კატარი)

სავარაუდო წმინდა ღირებულება: 335 მილიარდი დოლარი

კატარის სამეფო სახლის, ტანის კუმულაციური წმინდა ღირებულება 335 მილიარდი დოლარია.

კატარის სამეფო ოჯახმა ისარგებლა თავისი პოზიციით, როგორც ბუნებრივი გაზის ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელი, რაც დინასტიის ამჟამინდელი სიმდიდრის დიდ ნაწილს შეადგენს.

ნაჰიანის სახლი (აბუ დაბი)

სავარაუდო წმინდა ღირებულება: 150 მილიარდი

ოჯახის ფინანსური სტაბილურობა მომდინარეობს ყურის ქვეყნების ნავთობზე დაფუძნებული კეთილდღეობიდან.

ნაჰიანის სახლის წევრები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აბუ დაბის მთავრობასა და განვითარებაში. მათი სიმდიდრე წარმოადგენს რეგიონალური შესაძლებლობების ფართო სპექტრს, განსაკუთრებით უძრავ ქონებასა და ინფრასტრუქტურაში.

ჩაკრის დინასტია (ტაილანდი)

სავარაუდო წმინდა ღირებულება: 70 მილიარდი დოლარი

ჩაკრის დინასტიამ ძალაუფლება მოიპოვა 1782 წელს. ამ დინასტიის ფინანსური მდგომარეობა ძირითადად ეფუძნებოდა პირად აქტივებს, რომლებიც დიდი ხანია გახდა ტაილანდის ისტორიისა და კულტურის ნაწილი.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი