სახელმწიფო უწყებებში შტატგარეშეთა ანაზღაურებამ 6 თვეში 242,6 მლნ ლარი შეადგინა

წელს, 6 თვეში, სახელმწიფო უწყებებში შტატგარეშეთა ანაზღაურებამ 242,6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 47,1 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. აუდიტის სამსახურის, ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, გასული წლის 6 თვეში, შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასებზე 195.4 მლნ ლარი გაიცა.

ამასთან, შტატგარეშეთა ანაზღაურების მოცულობით, პირველ ადგილზეა ჯანდაცვის სამინისტრო, 80 მლნ ლარზე მეტით, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოსდევს.

უფრო დეტალურად, ბიუჯეტის მონიტორზე დაყრდნობით, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, უწყებების, ძირითადად კი სამინისტროების მიერ, 2023 წილს 6 თვეში, შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების შესახებ:

  • პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 5,3 მლნ ლარი
  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 394,629 ლარი
  • მთავრობის ადმინისტრაცია - 2,2 მლნ ლარი
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 153,939 ლარი
  • ფინანსთა სამინისტრო - 1,5 მლნ ლარი
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 4,1 მლნ ლარი
  • რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 1,3 მლნ ლარი
  • იუსტიციის სამინისტრო - 17,4 მლნ ლარი
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 80,5 მლნ ლარი
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 1,7 მლნ ლარი თავდაცვის სამინისტრო - 20,4 მლნ ლარი
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - 12,4 მლნ ლარი
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 13,4 მლნ ლარი
  • განათლების, მეცნიერების სამინისტრო - 48,1 მლნ ლარი
  • კულტურის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 8,2 მლნ ლარი
ნინი ქეთელაური