გერმანიაში წლის სიტყვა დასახელდა

გერმანიაში 2023 წლის სიტყვად „კრიზისული მდგომარეობა“ (Krisenmodus) აირჩიეს. ინფორმაციას გერმანული ენის საზოგადოება (GfdS) ავრცელებს.

„კრიზისებმა და მათმა მართვამ, როგორც ჩანს, კულმინაციას მიაღწია… ძველ და ჯერ კიდევ დაუძლეველ კრიზისებს, როგორიც არის კლიმატის ცვლილება, რუსეთ-უკრაინის ომი ან ენერგეტიკული კრიზისი, ახალი კრიზისები დაემატა. ეს არის ომი ახლო აღმოსავლეთში, ინფლაცია, ვალისა და განათლების კრიზისი,“ - წერს GfdS.

GfdS-ის რეიტინგში მეორე ადგილზეა სიტყვა „ანტისემიტიზმი,“ ხოლო მესამე პოზიციაზე გამოთქმა „კითხვის უცოდინარია“ (Leseunfähig). კვლევაში აღნიშნულია, რომ განათლების მხრივ მდგომარეობა გაუარესდა პანდემიის პერიოდში სკოლების დახურვითა და მიგრანტების მიერ გერმანული ენის უცოდინრობით.

GfdS-ის მონაცემებით, მეოთხეკლასელების 31%-მდე კითხვის მინიმალურ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ