დიდ ბრიტანეთში წლიური დეფლაცია 1960 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა

დიდ ბრიტანეთში პირველად, 55 წლის განმავლობაში, წლიური დეფლაცია დაფიქსირდა.

"როიტერის"ინფორმაციით, აპრილში წლიური მაჩვენებლით დეფლაციამ 0,1% შეადგინა.

დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბრიტანეთში სამომხმარებლო ფასები ყოველთვიური მაჩვენებლით გასულ თვეს 0,2%-ით  გაიზარდა.

თავის მხრივ, ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ჯორჯ ოსბორნი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დეფლაცია იმის მანიშნებელია, რომ ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია.

"ეს არის გაზრდილი ხელფასების შემცირებულ ფასებთან ფარდობითობა, რაც კარგი ამბავია დასაქმებული ოჯახებისთვის. ეს არ არის დეფლაცია, რომელიც ზიანის მომტანია”, - აღნიშნა ჯორჯ ოსბორნმა.