Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.6710 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6710 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.6686 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 11 დეკემბრის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.6684 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8752 ლარია.