"ტექნო ბუმი" მაცივრებზე აქციას იწყებს

"ტექნო ბუმი" ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტექნიკაზე - მაცივრებზე ინოვაციურ აქციას იწყებს. კომპანიის ინფორმაციით, მაღაზიათა ქსელში მომხმარებელს 10 დღის მანძილზე შეეძლება, განვადებით შეიძინოს ნებისმიერი ბრენდის მაცივარი და მაცივართან ერთად სახლში წაიღოს 50-დან 400 ლარამდე ნაღდი ფული. როგორც "ტექნო ბუმში" განმარტავენ, ამ ინოვაციური შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი მიდის მაღაზიაში, ნებისმიერი ბრენდისა და მოდელის მაცივარზე, რომელთა ფასები 499 ლარიდან იწყება, აფორმებს საბანკო განვადებას და სახლში მაცივართან ერთად მიაქვს ნაღდი ფული 50 -დან 400 ლარამდე.

"ინოვაციურობა სწორედ ისაა, რომ მომხმარებელი ფაქტობრივად უფულოდ მოდის და სასურველ მაცივართან ერთად, სახლში 400 ლარამდე თანხით ბრუნდება, რომლის დახარჯვაც აუცილებელი არ არის "ტექნო ბუმში". მისი გამოყენება მომხმარებელს თავისი შეხედულებისამებრ ნებისმიერი მიმართულებით შეუძლია,"- აცხადებენ კომპანიაში.

მაღაზიებში შემოსულ მომხმარებელს ყველა ბრენდისა და მოდელის მაცივარზე დახვდება აქციის და მისაღები თანხის მაჩვენებელი, მაცივრის ზომისა თუ მონაცემების გათვალისწინებით, რომლის საფუძველზე მომხმარებელი თავად შეარჩევს მაცივარს და შერჩეული მოდელის შესაბამისად, 400 ლარამდე ნაღდ ფულს ხელზე მიიღებს.

"ტექნო ბუმის" ინოვაციური შეთავაზება თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში დღეს დაიწყო და ათი დღის მანძილზე გაგრძელდება.