რომელი ქალაქია მსოფლიოს მილიარდერთა ახალი „თავშესაფარი“

დაცული აქტივები, კონფიდენციალურობა და დაბალი საშემოსავლო - ამ ფაქტორების გამო მსოფლიოს მილიარდერთა ახალ „თავშესაფრად“ აბუ-დაბი დასახელდა. Bloomberg-ი წერს, რომ 2017 წლიდან იქ დარეგისტრირებულ მილიარდერთა რაოდენობა 100-ჯერ არის გაზრდილი.

ამჟამად აბუ-დაბის გლობალურ ბაზარზე 5 000-ზე მეტი კერძო კომპანიაა, მაშინ, როდესაც 2016 წელს მათი რაოდენობა 46 იყო.

Bloomberg-ი წერს, რომ ზოგიერთი ინვესტორისთვის კომპანიის დარეგისტრირება აბუ-დაბიში ემირატის სამეფო ოჯახთან დაახლოების საფუძველიც ხდება. მიმდინარე წლის მეორე ნახევარში Royal Group-ის შვილობილმა კომპანიებმა, რომელსაც შეიხ ტაჰნუნ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი აკონტროლებს, აბუ-დაბის ზონაში რამდენიმე შვილობილი კომპანია შექმნეს.

ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რაც ემირატებს მიმზიდველს ხდის აქტივების შესანახად, არის კონფიდენციალურობა. პროვაიდერების თქმით, რომლებიც კომპანიების შექმნას ეხმარებიან, კორპორატიულ რეესტრში ჩამოთვლილია დირექტორები და აქციონერები, თუმცა აუდიტისა და საბოლოო ბენეფიციარი მფლობელების გამჟღავნებასთან დაკავშირებით ნაკლები ბიუროკრატიაა.

ბოლო წლებში აბუ-დაბიში „გადასულთა“ სიაში არიან: Binance-ის კრიპტო ბირჟის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ჩანგპენგ ჟაოს (118-ე ადგილი Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში 15 მილიარდი დოლარით), ჰეჯ-ფონდ Bridgewater-ის დამფუძნებელი რეი დალიო (113-ე ადგილი 15,4 მილიარდი დოლარით) და ა.შ.

ეკა დარჩიაშვილი