საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოება ბოლო წლების მაქსიმუმზეა

საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოება იზრდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბერში 42,3 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები იწარმოვა, რაც 28%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე. 2022 წლის 9 თვეში, საქართველოში წარმოებული პროდუქტის მოცულობამ 30,4 ათასი ტონა შეადგინა.

რაც შეეხება წინა წლების მაჩვენებლებს, ასე გამოიყურება:

  • 2021 წლის 9 თვეში 29,3 ათასი ტონა
  • 2020 წლის იანვარ-სექტემბერი - 27 ათასი ტონა
  • 2019 წლის 9 თვეში - 22,8 ათასი ტონა
  • 2018 წლის იანვარ-სექტემბერში - 17,9 ტონა

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 10 თვეში ქვეყნიდან 15,542 მლნ აშშ დოლარის ადგილობრივი ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 10,831 მლნ აშშ დოლარის.

საქსტატის მიხედვით, წელს ყველაზე მეტი ქართული ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა საბერძნეთში, შვეიცარიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

ნინი ქეთელაური