„სამუშაო ძალის დეფიციტი საქართველოს ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეა“

საქართველოს ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ სამუშაო ძალის დეფიციტი გამოკითხულ ეკონომისტთა უმეტესობამ - 64%-მა დაასახელა. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაში - „საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“ არის აღნიშნული.

„საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“ პიემსი კვლევითი ცენტრის (PMCRC) პროდუქტია. ამ ბიულეტენში, რომელიც Ifo ინსტიტუტის მეთოდოლოგიას ეყრდნობა, განხილულია საქართველოს ეკონომიკური კლიმატი ქართველ ეკონომისტთა შეფასებით.

„გამოკითხვის ფარგლებში ეკონომისტებმა ასევე შეაფასეს საქართველოს ეკონომიკისთვის ამჟამად არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეები. მუშახელის დეფიციტი საქართველოს ეკონომიკისთვის მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხედ შეაფასა გამოკითხულ ეკონომისტთა 64%-მა.

გარდა ამისა, გამოკითხულ ეკონომისტთა თითქმის 53%-მა ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლები მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხედ დაასახელა.

ცხოვრების ხარჯების ზრდით გამოწვეული პრობლემები საქართველოს ეკონომიკისთვის მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხედ გამოკითხულ ეკონომისტთა 47%-მა შეაფასა.

გამოკითხულთა უმრავლესობას (65%) მიაჩნია, რომ მასობრივი მიგრაცია რუსეთიდან, ბელორუსიიდან და უკრაინიდან დაბალი საფრთხეა ან საერთოდ არ წარმოადგენსსაფრთხესსაქართველოსეკონომიკისთვის. გამოკითხულ ეკონომისტთა 47% რუსეთის ომს უკრაინაში საქართველოს ეკონომიკისთვის მაღალ საფრთხედ მიიჩნევს.

გაცვლითი კურსის რყევები ზომიერ საფრთხედ შეაფასა რესპონდენტთა 41%-მა,“- აღნიშნულია კვლევაში.

ცნობისთვის, აღნიშნული გამოცემისთვის კვლევა 2023 წლის ნოემბერში ჩატარდა.

თაია არდოტელი