„პროფესიული სრულყოფისაკენ სწრაფვა და მისი რეალურად განხორციელება ძალიან რთულია, მაგრამ პროცესშივე ხვდები რომ ეს ამად ღირს“ – გაიცანი Upgaming-ის თანადამფუძნებელი მიხეილ მერებაშვილი

Upgaming-ი წარმოგიდგენთ ვიდეოების სერიას, რომელიც კამპანია „Upრინდის“ ფარგლებში შეიქმნა. ვიდეოსერია კომპანიის გუნდის წევრების ისტორიებს აერთიანებს, გვაცნობს მათ სამუშაო პროცესში და გვიყვება მათ ხედვებზე, ინტერესებსა და მისწრაფებებზე.

კამპანიის ფარგლებში Upgaming-ი მკითხველს აცნობს პლატფორმის თანადამფუძნებელსა და Senior Software ინჟინერს მიხეილ მერებაშვილს:

  • · კარიერული გზა – 20 წელია, რაც ციფრულ სფეროშია, უმუშავია მრავალ დიდ პროექტზე, ახლა არის საერთაშორისო კომპანია Upgaming-ის თანადამფუძნებელი და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • თვისებები – ურთიერთობებში ღია და უშუალოა, აქვს თავისუფლების მძაფრი შეგრძნება;
  • უყვარს – თანამშრომლებთან ურთიერთობა, მათთან აქტიური კომუნიკაცია და ცოდნის გაზიარება, მათგან ახალი ინფორმაციის მიღება;
  • სჯერა – თავისი გუნდის პროფესიონალიზმის;
  • იცის – რომ, როცა მაქსიმალურად ვითარდები, სხვებისთვის დასამტკიცებელი აღარაფერი გაქვს და ერთადერთი, თუ ვინმეს რამე უნდა დაუმტკიცო, ეს საკუთარი თავია;
  • მიზანი – დაეხმაროს გუნდს ახალი მწვერვალების დაპყრობაში.

Upgaming-ი პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და წარმოდგენილია 5 ქვეყანაში: საქართველოში, შვეიცარიაში, გერმანიაში, მალტასა და ბულგარეთში.

იხილეთ ვიდეო მიხეილ მერებაშვილის შესახებ

(R)