"საქართველოს ბანკმა" Commerzbank-ის ჯილდო მიიღო

"საქართველოს ბანკმა" Commerzbank–ის ჯილდო მიიღო, როგორც "2014 წლის საუკეთესო პარტნიორი ბანკი ვაჭრობის ფინანსირების კუთხით".

"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, Commerzbank არის წამყვანი საერთაშორისო კომერციული ბანკი, მისი ფილიალები და წარმომადგენლობები მსოფლიოს 50 ქვეყანაშია განთავსებული. თავის ძირითად საქმიანობას ბანკი გერმანიასა და პოლონეთში ახორციელებს. მათივე განცხადებით, Commerzbank გერმანიის მთავრობის საგარეო ვაჭრობის 30%-ს აფინანსებს და იგი მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების კუთხით ლიდერია. მსოფლიოს მასშტაბით, Commerzbank 1,100 ფილიალისა და 90 საკონსულტაციო ცენტრის მეშვეობით, ემსახურება 15 მილიონ კერძო, ბიზნეს და კორპორატიულ კლიენტებს, ასევე ინსტიტუციონალურ ინვესტორებს.

Commerzbank, რომელიც 1870 წელს დაარსდა, მსოფლიოს ყველა ძირითად საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი. 2014 წელს Commerzbank-ის წლიური შემოსავალი, თითქმის 9 მილიარდი ევრო იყო.