როგორ იცვლებოდა ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები DCFTA-ს ამოქმედების შემდეგ

საქართველოსა და ევროკავშრის ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ წელს ყველაზე მაღალ ნიშნულს, მიაღწია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შემდეგ, რომელსაც საქართველომ ხელი 2014 წელს მოაწერა, ეს მაჩვენებლები ბოლომდე დამაკმაყოფილებელი არ არის.

მაგალითისთვის, თუ წელს 10 თვეში ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვამ 3,671 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, 2014 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში 2,379 მლრდ აშშ დოლარი იყო. გამოდის, რომ 9 წლის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშრის ქვეყებს შორის სავაჭრო ურთიერთბები მხოლოდ 1,2 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა.

2023 წლის 10 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 497,021 მლნ აშშ დოლარის ადგილობრივი პროდუქტი გავიდა, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში 320,953 მლნ აშშ დოლარის, 9 წლის განმავლობაში ზრდა მხოლოდ 35%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ევროპიდან იმპორტს, წელს იანვარ-ოქტომბერში 3,059 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, 2014 წლის 10 თვეში 1,876 მლრდ აშშ დოლარი, ამ წლების განმავლობაში გაზრდილია 38%-ით.

გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც წელს ვიყიდეთ და გავყიდეთ ევროკავშირის ქვეყნებში.

ტოპ-5 ექსპორტირებული ადგილობრივი პროდუქტი:

  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 274,171 მლნ აშშ დოლარი
  • თხილი და სხვა კაკალი - 37,704 მლნ აშშ დოლარი
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 32,113 მლნ აშშ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 24,614 მლნ აშშ დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 9,552 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-5 იმპორტირებული საქონელი:

  • მსუბუქი ავტომობილები - 367,033 მლნ აშშ დოლარი
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 235,468 მლნ აშშ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 197,076 მლნ აშშ დოლარი
  • ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 93,159 მლნ აშშ დოლარი

სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 89,231 მლნ აშშ დოლარი

როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, პროცესი საკმაოდ რთული და გრძელვადიანი აღმოჩნდა, რადგან ქართული ბიზნესი 500-მილიონიანი ევროპული ბაზრისთვის ჯერ კიდევ არ არის მზად.

უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, 2014 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, მთლიანი წლების სავაჭრო ბრუნვის მონაცემები ასეთი იყო:

  • 2014 წელი - 2,876 მლრდ აშშ დოლარი
  • 2015 წელი - 2,614 მლრდ აშშ დოლარი
  • 2016 წელი - 2,634 მლრდ აშშ დოლარი
  • 2017 წელი - 2,768 მლრდ აშშ დოლარი
  • 2018 წელი - 3,165 მლრდ აშშ დოლარი
  • 2019 წელი - 3,108 მლრდ აშშ დოლარი
  • 2020 წელი - 2,543 მლრდ აშშ დოლარი
  • 2021 წელი - 3,024 მლრდ აშშ დოლარი
  • 2022 წელი - 3,922 მლრდ აშშ დოლარი

რაც შეეხება ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელბს, 2014 წელს ევროკავშირის ქვეყნებში ადგილობრივმა ექსპორტმა 407,613 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ეს მაშინ, როდესაც, 2022 წელს 741,123 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა.

2014 წელთან შედარებით, ზრდა უკვე შეიმჩნეოდა 2015 წელს, რა დროსაც ევროკავშირის ქვეყნებში 533,960 მლნ აშშ დოლარის ქართული პროდუქტი გავიდა, თუმცა, მომდევნო წელს ისევ შემცირდა. კერძოდ, 2016 წელს 491,896 მლნ აშშ დოლარის ადგილობრივი ექსპორტი განხორციელდა.

საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს ევროპაში გაგზავნილი ადგილობრივი პროდუქტის მოცულობა ისევ გაიზარდა და 558,151 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ზრდა დაფიქსირდა 2018 -19 წელებშიც, რა დროსაც 612,092 მლნ აშშ დოლარის (2018 წელს) და 721,884 მლნ აშშ დოლარის (2019 წელს) პროდუქტი გავიდა.

ამის შემდეგ უკვე, პანდემიური პერიოდი იწყება, რაც სავარაუდოდ, ადგილობრივი ექსპორტის შემცირების მიზეზი გახდა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველომ ევროკავშირში 623,094 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განახორციელა, 2021 წელს კი - 639,686 მლნ აშშ დოლარის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე დიდი ზრდა 2022 წელს დაფიქსირდა (741,123 მლნ აშშ დოლარი).

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ადგილობრივი პროდუქტების ჩამონათვალს, რაც 2014 და 2022 წელებში საქართველომ ევროპაში ყველაზე დიდი რაოდენობით გაიტანა.

ტოპ-10 პროდუქტი 2014 წელს:

  • თხილი და სხვა კაკალი - 138,401 მლნ აშშ დოლარი
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 69,940 მლნ აშშ დოლარი
  • ნავთობი ნედლი და ნავთობპროდუქტები ნედლი, მიღებული ბიტუმოვანი მინერალებისგან - 33,111 მლნ აშშ დოლარი
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 30,989 მლნ აშშ დოლარი
  • ფეროშენადნობები - 23,803 მლნ აშშ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 11,618 მლნ აშშ დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 11,251 მლნ აშშ დოლარი
  • პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი მამაკაცის ან ბიჭის - 7,469 მლნ აშშ დოლარი ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 7,203 მლნ აშშ დოლარი
  • ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონების ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონების - 7,049 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-10 პროდუქტი 2022 წელს:

  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 437, 812 მლნ აშშ დოლარი
  • თხილი და სხვა კაკალი - 74,019 მლნ აშშ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 30,695 მლნ აშშ დოლარი ფეროშენადნობები - 26,077 მლნ აშშ დოლარი
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 18,594 მლნ აშშ დოლარი
  • მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 17,735 მლნ აშშ დოლარი
  • ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონების ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონების - 10,895 მლნ აშშ დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 9,472 მლნ აშშ დოლარი
  • ნარჩენები და ჯართი სპილენძის - 7,767 მლნ აშშ დოლარი
  • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 6,981 მლნ აშშ დოლარი

ნინი ქეთელაური