ვიქტორ ორბანი - საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა

საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი შესრულებულია, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროკავშირის ლიდერები ევროკავშირის სამიტისთვის იკრიბებიან.

კითხვაზე, როგორია მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომელიც კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება, ორბანმა უპასუხა: „თქვენ ყველას უყვარხართ“.