ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი - ჩვენ აუცილებლად დავუჭერთ მხარს საქართველოს

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლაი დენკოვის განცხადებით, აუცილებლად დავუჭერენ მხარს საქართველოს. ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს სამიტის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ აუცილებლად დავუჭერთ მხარს საქართველოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი ჩვენს მხარდაჭერას იმსახურებენ“, - განაცხადა ნიკოლაი დენკოვმა.

დენკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის შემთხვევაში ევროკავშირის ლიდერები საერთო გადაწყვეტილებამდე ერთად უნდა მივიდნენ.

„იმედი მაქვს, რომ უკრაინის შესახებ შეთანხმებას მივაღწევთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა.