ადამიანების ციფრული კლონები - ხელოვნური ინტელექტის ახალი ფუნქცია

ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, უკვე შესაძლებელი ხდება, რომ ადამიანებმა თავიანთი პიროვნების კლონირება და AI ტექნოლოგიის ჩატბოტად კონვერტირება მოახერხონ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენთან ვინმეს რაიმე თემაზე საუბარი ან ინფორმაციის გაგება მოუნდება, აღნიშნული პიროვნება შეძლებს, რომ თქვენი ციფრული კლონისგან მიიღოს სასურველი პასუხი.

Coachvox AI სწორედ ამის საშუალებას იძლევა. ფირმამ უკვე 150 ადამიანის ციფრული კლონი შექმნა. კლონთა შორის არიან მსხვილი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორები, ასტროლოგები, დიეტოლოგები, ფიტნეს მწვრთნელები და ქორწინების მრჩევლებიც კი.

ეს პატარა, მაგრამ სწრაფა მზარდი სექტორია, რომლის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი დროის დახარჯვის გარეშე, ციფრული კლონისა და ხელოვნური ინტელექტის დახმარების მეშვეობით ესაუბრობ თავიანთ თანამშღომლებს, თუ კლიენტებს, გასცენ რჩევები და სხვადასხვა სახის ინფორმაცია.

„ჩვენი ხელოვნური ინტელექტის მიერ შქმნილი ციფრული კლონები საკმაოდ სასარგებლო და გამოსადეგ რჩევებს იძლევიან“, - ამბობს Coachvox AI-ს დამფუძნებელიმ, ჯოდი კუკი.

BBC-ის ინფორმაციით, იმის გარდა, რომ ციფრულ კლონს შეუძლია უკვე არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე გასცეს პასუხები, მას აქვს იმის უნარი, რომ მომხმარებელთან, თანამშრომელთან, კლიენტთან თუ უბრალოდ მასთან საუბრის მსურველთან ისაუბროს ახალ საკითხებზე, გამართოს მსჯელობა მისთვის ახალ სიტუაციებზე. ამ შესაძლებლობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ Coachvox AI-ს შეუძლია Youtube ვიდეოების ყურება, საგაზეთო სტატიებისა თუ წიგნების წაკითხვა და ამ ინფორმაციების ანალიზი.

ყველაფერთან ერთად, ციფრული კლონის შექმნის მსურველებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ შექმნან თავიანთი ავატარი, რომელსაც საკუთარ ხმას დაუმატებენ. ავატარს შესაძლებლობა აქვს, რომ ისაუბროს 120-ზე მეტ ენაზე.

რა თქმა უნდა, ეს სიახლე კონკრეტულ ინდუსტრიებში და სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის დადებითია, მაგრამ, მას გააჩნია საკუთარი უარყოფითი მხარეებიც, ვინაიდან, ხშირ შემთხვევებში ბიზნეს სიტუაციები მეტად რთულდება და შესაძლებელია, რომ ზოგიერთ შეკითხვაზე ჩეთბოტს არ ჰქონდეს პასუხი.

ბაჩანა ტყემალაძე