თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის ანგარიშის მოსმენა და მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე მსჯელობა დაიწყო

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის ანგარიშის მოსმენა და მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე მსჯელობა დაიწყო.

სხდომის დაწყებამდე საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ 2024 წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალი და გაზრდილია.

„დღეს ჩვენ მოვისმენთ მერის 2023 წლის ანგარიშს. 2023 წელი ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეული წელია თბილისის მუნიციპალიტეტისთვის, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტებით, ასევე სოციალური მიმართულებით. ჩვენ დღეს ასევე ვიმსჯელებთ 2024 წლის პროექტზე. პროექტი, რომელიც წარმოდგენილია გადამუშავებული ვარიანტი და მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ასევე საკრებულოს რეკომენდაციები. არის უპრეცედენტოდ მაღალი, გაზრდილი [ბიუჯეტი] და ეს, რა თქმა უნდა, არის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები იმისთვის, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ. ჩვენ ვთვლით, რომ პრიორიტეტის გადანაწილება სამართლიანია და ჩვენ უმრავლესობა მხარს დავუჭერთ 2024 წლის ბიუჯეტს. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიეთ და ვფიქრობთ, რომ ოპტიმალური ვარიანტია დღეს წარმოდგენილი”, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.