გაზარდე გაყიდვები, შემოუერთდი  სამშენებლო მასალების აპლიკაცია BUILDY App -ს

სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიებისთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს, რადგან წარმოგიდგენთ ისეთ პროდუქტს, რომელიც დაგეხმარებათ გაზარდოთ გაყიდვები და აქციოთ თქვენი ბიზნესი უფრო წარმატებულად.

გიამბობთ ქართული ბაზრისთვის ინოვაციური აპლიკაციის, BUILDY-ს შესახებ, სადაც სარემონტო თუ სამშენებლო მასალების შეძენით დაინტერესებული ადამიანები ერთ ონლაინ სივრცეში მოიყრიან თავს.

დღეს უკვე ყველამ იცის, რომ ციფრული სამყარო, ონლაინ სივრცისა და ბაზრის ათვისება, ბიზნესის წარმატებისთვისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, „ბილდი“ კი შესაძლებლობას გაძლევთ, რომ თქვენი ბიზნესი ციფრულ სამყაროში უფრო პოპულარული გახადოთ, მის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს, უფრო მარტივად გაზარდოთ გაყიდვები და შესაბამისად, გახდეთ უფრო წარმატებულები.

მომწოდებელი პროდუქციიის BUILDY App -ზე განთავსებით არაერთ სარგებელს იღებს. მათ შორის უმნიშვნელოვანესია, რომ გიჩნდებათ პროდუქციის გაყიდვის და მის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ახალი წყარო.

კონკრეტულად რომელი მიმართულების მასალების გაყიდვით დაკავებულ კომპანიებს შეეძლებათ პროდუქტის BUILDY App -ზე განთავსება?

თუ გაქვთ სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზია, ან სამშენებლო ხელსაწყოების, სანტექნიკის, კლიმატური ტექნიკის, ავეჯის, ან დეკორის, განათებისა და ელექტრო პროდუქციის კომპანია, მაშინ ეს აპლიკაცია სწორედ თქვენთვისაა.

ნუ დაკარგავ დროს, შემოუერთდი სამშენებლო და სარემონტო მასალების გაყიდვის ონლაინ პლატფორმას საქართველოში და აქციე ის ბიზნესის წარმატების გასაღებად.

აპლიკაცია BUILDY სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია სიემსისა და მრავალპროფილური ტექნოლოგიური კომპანია ნოქსტონის ერთობლივი კოლაბორაციით იქმნება. პროექტი ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.

(R)