ჩინეთი Apple-ს პროდუქციის აკრძალვის პროცესს აჩქარებს

ჩინეთში უკვე მრავალი წელია, რაც Apple-ს პროდუქციის აკრძალვაზე საუბრობენ და ამისათვის საკმაოდ ბევრ რამესაც აკეთებენ, მაგრამ ბოლო პერიოდში, კიდევ უფრო გააქტიურდნენ ჩინური კერძო და საჯარო სექტორები. მათ თავიანთ თანამშრომლებს საწყის ეტაპზე სთხოვეს, რომ მინიმუმ სამსახურში მაინც არ გამოიყენონ Apple-ის პროდუქცია და სხვა უცხოური ტექნიკა.

ჩინეთი ამ ქმედებებით ცდილობს, რომ უცხოურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება ჯერ შეამციროს, შედგომ კი საბოლოოდ გააქროს, რის სანაცვლოდაც, იგი ხელს უწყობს შიდა ნახევარგამტარიანი ჩიპების წარმოებასა და ტექნიკის ინდუსტრიის განვითარებას.

Reuters-ის ინფორმაციით, ქვეყნის სულ მცირე რვა პროვინციაში, უკვე დაიწყეს იმაზე მუშაობა, რომ თანამშრომლები Iphone-დან შიდა წარმოების მობილურ ტელეფონებსა და სხვა ამ ტიპის პროდუქტზე გადავიდნენ.

მიმდინარე მოვლენების შედეგად, Apple-ის აქციები მცირედით დაეცა და 196.50 დოლარი შეადგინა.

იმის მიუხედავად, რომ Apple-ის ყველაზე მსხვილი და პროდუქტიული ქარხნები ჩინეთის რამდენიმე პროვინციაშია განთავსებული, ჩინეთს მაინც არ სურს ამერიკულ ბრენდზე მისი მოსახლეობის მჭიდრო დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება დიდი ალბათობით მალე მიაღწევს საკუთარ მიზნებსა და ზრახვებს, რის შედეგადაც, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ Apple-ის აქციების ფასი კიდევ უფრო დაეცემა.

ბაჩანა ტყემალაძე