Top-10 ქვეყანა, სადაც მშპ-ის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალია - 2023 წლის რეიტინგი

ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის, იგივე მშპ-ის მაჩვენებლით მსოფლიო ქვეყნებს შორის ლიდერი სახელმწიფოა, ერთ სულ მოსახლეზე, მშპ-ის მაჩვენებლით, მსოფლიოში მეათე ადგილს იკავებს.

საინტერესოა, თუ რამ გამოიწვია ამგვარი სხვაობა და კონტრასტი. პირველ რიგში, გეტყვით, რომ მშპ, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყნის ეკონომიკის სიდიდის მაჩვენებელია, რომელიც ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებული ყველა საქონლისა და მომსახურების საბაზრო ღირებულებასთანაა გაიგივებული. ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე მიიღება ქვეყნის ეკონომიკური გამომუშავების მოსახლეობის რაოდენობაზე გაყოფით. ამით იმასაც ვიგებთ, თუ რამდენად მდიდარი და ეკონომიკურად ძლიერია ესა თუ ის სახელმწიფო.

წარმოგიდგენთ 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, მსოფლიოს TOP 10 ქვეყანას ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლით: (წყარო Forbes)

  • ლუქსემბურგი - 143 320 დოლარი
  • ირლანდია - 137 640 დოლარი
  • სინგაპური - 133 110 დოლარი
  • კატარი - 114 210 დოლარი
  • მაკაო - 98 160 დოლარი
  • შვეიცარია - 89 540 დოლარი
  • არაბთა გაერთიანებული საემიროები - 88 960 დოლარი
  • სან-მარინო - 84 140 დოლარი
  • ნორვეგია - 82 240
  • ამერიკის შეერთებული შტატები - 80 410

აღსანიშნავია, რომ TOP 10-ში ჩამოთვლილი ქვეყნებიდან, მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებია ისეთი სახელმწიფო, რომელიც მშპ-ის მაჩვენებლით ასევე მსოფლიოს TOP 10-შია და ამავდროულად ახერხებს, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლითაც შედიოდეს საუკეთესო ქვეყნებს შორის.

ასევე იხილეთ - რომელია მსოფლიოს 10 ქვეყანა ყველაზე მსხვილი ეკონომიკით - 2023 წლის რეიტინგი

ბაჩანა ტყემალაძე