თაზო გამცემლიძე - ბაკურიანი და საქართველო მსოფლიოში მოინიშნა, როგორც კარგი სათხილამურო არეალი, როგორც უსაფრთხო მდებარეობა მთის და თხილამურების მოყვარულებისთვის

ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო თასის შეჯიბრით კმაყოფილები არიან, როგორც უცხოელი სპორტსმენები და მათი მწვრთნელები, ასევე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები, - ამის შესახებ მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოადგილე თაზო გამცემლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარება განაპირობებს მსოფლიოში ბაკურიანის და საქართველოს, როგორც კარგი სათხილამურო არეალის მონიშვნას.

„მოხარულები ვართ, რომ შეჯიბრი უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს. ძალიან კმაყოფილები არიან, როგორც უცხოელი სპორტსმენები და მათი მწვრთნელები, ასევე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები. უმაღლეს დონეზეა მომზადებული საშეჯიბროებო ტრასა, ასევე, ორგანიზებაც მაღალ დონეზეა. კარგი შედეგი განაპირობა, როგორც სათხილამურო ტრასისთვის მომზადებულმა თოვლმა, რისი საშუალება მოგვცა ხელოვნურმა გათოვლიანებამ და ასევე პროფესიონალურმა გუნდმა.

მოხარული ვარ, რომ ბაკურიანი და საქართველო მსოფლიოში მოინიშნა, როგორც კარგი სათხილამურო არეალი, როგორც უსაფრთხო მდებარეობა მთის და თხილამურების მოყვარულებისთვის“,- განაცხადა თაზო გამცემლიძემ.