ნოემბერში თბილისში 3 300 ბინა გაიყიდა - საშუალო ფასმა კვადრატულზე 1 242 აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
„2023 წლის ნოემბერში თბილისში 3 300 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 14.9% და თვიურად 0.8%-იანი კლებაა.
2023 წლის 11 თვეში კი, ჯამურად 36 283 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7.3% კლებაა (მიზეზი რეკორდულად მაღალი ბაზაა). თუმცა, ეს მაჩვენებელი წარმოადგენს 12%-იან ზრდას 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, რაც მიუთითებს ისევ მდგრად მოთხოვნაზე უძრავი ქონების სექტორში.
2023 წლის ნოემბერში პირველადი ბაზრის ფასებმა განაგრძეს მცირედი თვიური ზრდა, ხოლო მეორად ბაზარზე ახალი პროექტების ფასებს თვიურად კლების ტენდენცია ჰქონდათ,“- აღნიშნულია კვლევაში.