რა ღირს თეთრი კარკასი დედაქალაქში? - ძვირადღირებული და იაფი უბნები

ნოემბერში თბილისში 3 300 ბინა გაიყიდა - საშუალო ფასმა კვადრატულზე 1 242 აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.

„2023 წლის ნოემბერში თბილისში 3 300 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 14.9% და თვიურად 0.8%-იანი კლებაა.

2023 წლის 11 თვეში კი, ჯამურად 36 283 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7.3% კლებაა (მიზეზი რეკორდულად მაღალი ბაზაა). თუმცა, ეს მაჩვენებელი წარმოადგენს 12%-იან ზრდას 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, რაც მიუთითებს ისევ მდგრად მოთხოვნაზე უძრავი ქონების სექტორში.

2023 წლის ნოემბერში პირველადი ბაზრის ფასებმა განაგრძეს მცირედი თვიური ზრდა, ხოლო მეორად ბაზარზე ახალი პროექტების ფასებს თვიურად კლების ტენდენცია ჰქონდათ,“- აღნიშნულია კვლევაში.

კვლევაში ასევე მოცემულია, თუ როგორი იყო ფასები პირველადი ბაზრის თეთრი კარკასის ბინებზე (კვადრატული მეტრზე) უბნების მიხედვით 2023 წლის ნოემბერში:

  • ვაკე - 2 281 აშშ დოლარი;
  • საბურთალო - 1 440 აშშ დოლარი;
  • კრწანისი - 1 391 აშშ დოლარი;
  • ისანი - 1 188 აშშ დოლარი;
  • დიდუბე - 1 148 აშშ დოლარი;
  • ნაძალადევი - 1 119 აშშ დოლარი;
  • დიდი დიღომი - 959 აშშ დოლარი;
  • სამგორი - 949 აშშ დოლარი;
  • გლდანი - 915 აშშ დოლარი;
  • ვაშლიჯვარი - 879 აშშ დოლარი.
თაია არდოტელი