"საქართველოში ლუდის მოხმარება ერთ სულზე 45 ლიტრს შეადგენს - ქვეყანაში კი მოხმარება 133 მილიონ ლიტრს მიაღწევს წელს"

საქართველოში ლუდის მოხმარება ერთ სულზე 45 ლიტრს შეადგენს, ამის შესახებ "გალთ ენდ თაგარტის" კლევაშია აღნიშნული.

"ლუდის მოხმარება საქართველოში 2016-23 წლებში წლიურად საშუალოდ 5.1%-ით გაიზარდა და ჩვენი შეფასებით 2023 წელს 133 მლნ ლიტრს მიაღწევს.

ამასთან, ერთ სულ მოსახლეზე ლუდის მოხმარება საქართველოში მზარდია და 45 ლიტრს შეადგენს 2023 წელს, თუმცა მაინც ჩამორჩება ევროპის საშუალო მაჩვენებელს - 79 ლიტრს.

ლუდის მოხმარების 92% ადგილობრივი წარმოებით კმაყოფილდება, ხოლო დანარჩენი იმპორტირებულია, ძირითადად გერმანიიდან, რუსეთიდან და ბელგიიდან,"-აღნიშნულია კვლევაში.

თაია არდოტელი