Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.6873 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6873 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.6869 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 22 დეკემბრის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.6878 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9614 ლარია.